თაკო გაჩეჩილაძე ქართველ ემიგრანტს დაუპირისპირდა – ”გთხოვთ, ილოცოთ თქვენს გარეგნობაზე”

თაკო გაჩეჩილაძე ქართველ ემიგრანტს დაუპირისპირდა - ''გთხოვთ, ილოცოთ თქვენს გარეგნობაზე''ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც სხვადასხვა სოციალური აქტივობით გამოირჩევა “ევროვიზიაზე” საქართველოს წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

– თამარა გაჩეჩილაძეს პოსტზე დავუკომენტარე, ვწუხვარ რომ შენმა გულმხურვალე ლოცვამაც არ გაჭრამეთქი და შემდგა მთელი თბილისის #ფენსობა. ჩემი სტუდენტობის დროს გადაღებული ფოტოები ამოქექეს ფეისბუქ ალბომიდან და ახლა ჩემზე ღლიცინებენ.

თან მე მიმბლოკეს, რომ ვეღარ ვნახო. ნეტავ ჩემნაირი გულახდილი კომენტარი ყველამ დაგიწეროს, საყვარელო თამარა და მლიქვნელები არ გეხვიოს, გარშემო.

ისე რა ძალა მედგა, ვყოფილიყავი ჩუმად! ახლა გამოვედი ბოროტი ცისნამიკო.

ცისნამის პოსტს წინ უძღოდა თაკო გაჩეჩილაძის ფეისბუქ კედელზე დაპირისპირება.

pia.ge