თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა 4 თვეში 46.549 ლარის შემოსავალი მიიღო

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა 4 თვეში 46.549 ლარის შემოსავალი მიიღოთავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს, სამინისტროდან 4 თვის განმავლობაში ანაზღაურების სახით 46.549,11 ლარი აქვს მიღებული, რაც საშუალოდ, თვეში, 11.637 ლარია.

აღნიშნულის შესახებ ჩიქოვანის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციის მიხედვით, ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტისთვის, 2016 წლის  2 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 46.549,11 ლარი მიიღო. გარდა ამისა, ჩიქოვანს გასულ წელს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სადაც ის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის (დეპარტამენტის დირექტორი) თანამდებობას იკავებდა, 8 თვის განმავლობაში 73.590,59 ლარი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ლელა ჩიქოვანს “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 6.432,09 ლარი ჰქონდა; ამავე ბანკის ანაბარზე – 50,59 ლარი, ხოლო კიდევ ერთ მიმდინარე ანგარიშზე 5.920,00 ლარი (-).

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლელა ჩიქოვანს 2016 წლის მაისის ბოლოს, 2021 წლამდე, 61.840,00-დოლარიანი იპოთეკური სესხი აქვს აღებული, რისთვისაც “საქართველოს ბანკისთვის” გასულ წელს  8.911,20 დოლარი გადაუხდია. ხოლო 50.000-დოლარიანი იპოთეკური სესხი მას 2016 წლის აპრილში აუღია და ვადა 2022 წელს ეწურება, ვალის დასაფარად კი, ბანკისთვის 7009,42 დოლარი აქვს გადახდილი.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლელა ჩიქოვანი ფლობს 2009 წელს შეძენილ (პრივატიზაცია) ბინას თბილისში, საექიმოს გასასვლელში, 38-ე კორპუსში, რომლის ფართობიც 131,83 კვ.მ.-ია.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ლელა ჩიქოვანი 2016 წლის 3 აგვისტოს დაინიშნა.

გურია ნიუსი