თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხი 23-მდე გაიზარდა

თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხი 23-მდე გაიზარდათურქეთში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მარმარისთან, მუგლა-ანტალიას გზაზე ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მუგლას პროვინციის გუბერნატორმა ამის ჩიჩეკმა განაცხადა.

კიდევ 13 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. სულ ავარიის დროს ავტობუსში 42 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ავარიის მიზეზი სავარაუდოდ მძღოლის შეცდომა გახდა, რის შედეგადაც ავტობუსი გადაბრუნდა.

გუბერნატორის თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის უცხოელები არ არიან. ყველა თურქეთის მოქალაქეა.

imedinews.ge