მანჩესტერში მომხდარ ტერაქტზე გამოძიება გრძელდება. 22 მაისს, არიანა გრანდეს კონცერტის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა სალმან აბედიმ ფოიეში თავი აიფეთქა და ამ ტერაქტს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც მანჩესტერის პოლიციამ დაადგინა, ტერაქტამდე 4 დღით ადრე აბედი მანჩესტერში ჩავიდა და მან აფეთქებისთვის საჭირო ინსტრუმენტები მარტომ შეიძინა და მასთან ერთად საეჭვო პირები არ შეუმჩნევიათ. მიუხედავად ამისა, ინგლისელ სამართალდამცველებს ეჭვი აქვთ, რომ აბედი საიდუმლო ქსელის წევრი იყო და ბრძანებებს ასრულებდა.
მანჩესტერში ჩასვლამდე აბედი რამდენიმე თვე სირიაში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ ტერაქტისთვის ემზადებოდა.

