ტილერსონი: „რუსეთი საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს დასავლეთის არცერთ ქვეყანას“

ტილერსონი: „რუსეთი საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს დასავლეთის არცერთ ქვეყანას“დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უცხოელი ექსპერტები გამოთქვამდნენ აზრს, რომ მსოფლიოში დაძაბულობა შენელდებოდა.

მისი გაპრეზიდენტებიდან 100 დღის შემდეგ  ყველგან აღიარებენ, რომ მსოფლიოში მასშტაბური ომის საფრთხე გაიზარდა. ამერიკის ურთიერთობების უკიდურესად გაუარესებას ჩრდილოეთ კორეასთან, ასევე რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან პირადად ტრამპს მიაწერენ.

უცხოელი კომენტატორების შეაფსებით, ტრამპმა მარცხი განიცადა საშინაო პოლიტიკაში. იგი ვერ ასრულებს თავის დაპირებებს. მექსიკასთან კედლის ასაშენებლად მას ფული არ გამოუყო კონგრესმა, სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტის მიგრაციული ბრძანებულებები. ვერ ხორციელდება ჯანდაცვის ახალი რეფორმა, საგადასახადო ცვლილებები კი მხოლოდ განხილვის დონეზეა.

მიმომხილველების აზრით, ამ ჩავარდნების საკომპენსაციოდ დონალდ ტრამპი გადაერთო საერთაშორისო დღის წესრიგზე, მაგრამ წარმატებები აქაც ვერ მოიპოვა.

ამერიკული ჯარის მიერ განხორციელებულ იერიშს სირიის ავიაბაზაზე თავის დროზე დადებითი შეფასებები მოჰყვა. ამჟამად ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დარტყმას სირიაზე არ ჰქონია არანაირი სამხედრო და სტრატეგიული შედეგი. პირიქით, ამან გაართულა სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგება. გარდა ამისა, ტრამპმა გააღვივა კონფლიქტი ჩრდილოეთ კორეასთან, ასევე დაძაბა ურთიერთობები რუსეთთან და ჩინეთთან.

_ უნდა მივაღწიოთ კორეის გახევარკუნძულის გადაქცევას უბირთვო ზონად-ასე განმარტავს თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკას სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.

იგი ახასიათებს აშშ-ის კურსს რუსეთთან მიმართებაშიც.

_ ჩვენ ვისურვებდით, რომ რუსეთი არ ემუქრებოდეს აშშ-ს და არ ქმნიდეს საფრთხეს ჩვენთვის ან დასავლეთის ნებისმიერი ქვეყნისათვის. რუსეთის ინტერესები უნდა იყოს გლობალური სამყაროს ნაწილი და არ მოქმედებდეს დამანგრევლად-აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

ტრამპის ოპონენტი ბევრ საკითხში, სენატორი ჯონ მაკეინი თეთრ სახლს მოუწოდებს, მეტი ყურადღება დაუთმოს ბალკანეთს.

მისი შეფასებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. მაკედონიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ალბანეთსა და კოსოვოში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება.  რეგიონში რუსეთი ცდილობს გაზარდოს თავისი დამღუპველი გავლენა. ამის დრამატული მაგალითია გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში შარშან ოქტომბერში. ეს მოხდა რუსეთის ხელშეწყობით. რუსეთს ამ გზით უნდოდა შეეჩერებინა მონტენეგროს შესვლა ნატოში.

მაკეინის აზრით, ვაშინგტონმა ხელი უნდა შეუწყოს ევროპის  ქვეყნების ინტეგრაციას ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში და დაიცვას  ქვეყნების არჩევანის უფლება.

ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ მილიტარიზაციაზე, რომელსაც რუსეთი  მთელ რეგიონში ახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთისაგან  რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეიარაღებას თურქეთიც შეიძენს. ნატოსთან ამგვარი გარიგება არ გამოვიდა.

რუსეთის პრეზიდენტს, ომის გარდა, მომავალი არჩევნებიც აღელვებს. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2 018 წლის მარტშია დანიშნული. იტალიური „კორიერა დელა სერას“ თქმით, პუტინის რეიტინგი არც ისე მაღალია, ამიტომ მას გამარჯვებისათვის ახალი დღის წესრიგის შემუშავება სჭირდება.