ტრამპის სიძე კუშნერი მოსკოვს საიდუმლო კონტაქტების შექმნას სთავაზობდა

გაზეთი The Wasington Post  ტრამპის სიძე კუშნერი მოსკოვს საიდუმლო კონტაქტების შექმნას სთავაზობდაგამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და ამერიკაში რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი შეხვედრებზე განიხილავდნენ ტრამპის გუნდსა და კრემლს შორის კავშირის საიდუმლო და უსაფრთხო არხების შექმნის შესაძლებლობებს.

გამოცემის ინფორმაციით, კისლიაკმა მოსკოვს აცნობა, რომ მას კუშნერმა ასეთი წინადადებით გასული წლის დეკემბერში Trump Tower-ში გამართულ შეხვედრაზე მიმართა.

– ამერიკის ხელისუფლებამ ამის შესახებ რუსული შეტყობინებების ხელში ჩაგდების შედეგად გაიგო, – წერს გაზეთი.

შეხვედრას დონალდ ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინიც ესწრებოდა, რომელმაც ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ამ შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ კისლიაკი გაოგნებული იყო ამ წინადადებით.

The Wasington Post აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ და მაიკლ ფლინის ადვოკატმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

განმარტებაზე უარი განაცხადა რუსეთის საელჩომაც.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი ამერიკაში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან თავის კონტაქტებს მალავდა.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ამერიკის მოქმედმა და ყოფილმა ჩინოსნებმა აცნობეს.

ამ მონაცემების მიხედვით, ეს კონტაქტები 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების შემდეგ შედგა. წყაროების ცნობით, მათ შორის ორი სატელეფონო საუბარი გასული წლის აპრილიდან ნოემბრამდე გაიმართა.

imedinews.ge