ტრამპის თვითმფრინავი აფეთქებას გადაურჩა

ტრამპის თვითმფრინავი აფეთქებას გადაურჩაCNN-ის ცნობით, თვითმფრინავი VC-25, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ემსახურება, მექანიკოსების გულგრილობის გამო, შეიძლებოდა აფეთქებულიყო. ამის შესახებ ტელეკომპანია ქვეყნის მთავრობის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის აპრილში, Boeing-ის საწარმოში რამდენიმე მექანიკოსმა, რომლებიც  ქვეყნის პირველი პირის თვითმფრინავს ემსახურებოდნენ, ჟანგბადის მოწყობილობების შემოწმების დროს დაბინძურებული იარაღი გამოიყენეს. შედეგად, პრეზიდენტის ლაინერში დაბინძურებული ნაწილაკები აღმოჩნდა, რომელიც ჟანგბადთან რეაქციაში შედის. CNN-ის ცნობით, ამას შეეძლო ფრენის დროს გამოეწვია აალება ან აფეთქება.

ერთი წლის წინანდელი დარღვევების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა მექანიკოსმა მომხდარი ხელმძღვანელობას შეაწყობინა. ამის შემდეგ Boeing-მა თვითმფრინავი თავისი ხარჯებით ხელახლა შეამოწმა და დაბინძურებისგან გაწმინდა. თვითმფრინავისთვის მიყენებულმა ზარალმა 4 მილიონი დოლარი შეადგინა.

აშშ-ის პრეზიდენტს ორი VC-25-ი ემსახურება. თვითმფრინავები  Boeing 747-ის ბაზაზე შექმნეს.