უჩა ნანუაშვილი: “თქვენ ხართ მკვლელები”

– ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

– ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო, – წერს უჩა ნანუაშვილი.
ტყიბულის მინდელის შახტაში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.