უიმბლდონის კორტებზე ცეცხლი გაჩნდა

უიმბლდონის კორტებზე ცეცხლი გაჩნდადიდ ბრიტანეთში, ლონდონში, All England Tennis Club-ის ჩოგბურთის ცნობილ კორტებზე ხანძარი გაჩნდა.

ლონდონის სახანძრო სამსახური იტყობინება, რომ ცეცხლი კორტების პირველ შესასვლელთან ახლოს გაჩნდა. ადგილზე 21 მეხანძრე მუშაობდა.

ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. მიმდინარეობს გამოძიება.

imedinews.ge