უკრაინის უშიშროებამ ქართველი კანონიერი ქურდი დათო გერლიანი ისევ დააკავა

უკრაინის უშიშროებამ ქართველი კანონიერი ქურდი დათო გერლიანი ისევ დააკავაუკრაინაში ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი დათო გერლიანი (დათო სვანი) დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში დათო სვანი უკანონოდ, გაყალბებული საბუთებით ჩავიდა ოდესაში, ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს გაკონტროლების მიზნით. ოდესაში მისი შესაძლო დაკავების თავიდან ასაცილებლად, გერლიანი დნეპრში გადავიდა, სადაც ის უკრაინის უშიშროებამ დააკავა.

უკრაინული მხარე გერლიანის დეპორტაციას გეგმავს, რის შემდგაც მას 3 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

კრიმინალური ავტორიტეტის დავით გერლიანის, იგივე დათო სვანის დეპორტაცია უკრაინიდან გასული წლის ზაფხულში მოხდა, თუმცა ე.წ “კრიმინალური ავტორიტეტის” დაკავება აეროპორტში არ განხორციელებულა, რის გამოც საქართველოს ძალოვანი უწყებები ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

მისი დაკავება საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას მოხდა.

ამის მიუხედავად, დავით გერლიანი ქართულმა სასამართლომ “კანონიერი ქურდობის” ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 6.500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რის შემდეგაც გერლიანი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლა

მოგვიანებით დათო გერლიანმა ქვეყანა დატოვა.

ნიუპოსტი