სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს.
გომელაურის თქმით, აღნიშნულთან მიმართებით პროკურატურა მოკვლევას უკვე აწარმოებს:
– ამ საკითხზე მიმართეს პროკურატურას, როგორც ცნობილია ყველასთვის. დაიწყეს მოკვლევა. თუ რამე აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, პროკურატურა გააკეთებს განცხადებას.
თუმცა მე გირჩევდით, ნახოთ ელემენტარულად მისი შევსებული დეკლარაცია, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება.
ყველას აქვს უფლება, ჩემს დედმამიშვილსაც, თქვენს დედმამიშვილსაც, ჰქონდეს რაიმე ქონება, – განაცხადა გომელაურმა.
გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასული სიუჟეტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლისდა, ხათუნა მარტყოფლიშვილი, ვის სახელზეც ქონება გადაფორმდა, უმუშევარია, საკუთარი სახლი არ გააჩნია და ქირით თბილისში, დობროლუბოვის ქუჩაზე საკუთარი სახლის ოთახში ცხოვრობს.
ნიუპოსტი

