“ვერ გაძლეს უერთმანეთოდ…” – გივი ბერიკაშვილის და ბუბუს მეგობრობის სევდიანი ისტორია

"ვერ გაძლეს უერთმანეთოდ..." - გივი ბერიკაშვილის და ბუბუს მეგობრობის სევდიანი ისტორიაგივი ბერიკაშვილის და მისი ძაღლის სიყვარულის შესახებ მსახიობის შვილიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

– 11 წელი გვყავდა ბუბუ. თავიდანვე გივი ამოიჩემა. როცა სახლში არ იყო მის ფეხსაცმელებზე იწვა ფეხმოუცვლელად, ეზოში რომ შემოდიოდა გივის მანქანა ცნობდა და ფანჯრისკენ გარბოდა.

გივი ცუდად რომ ხდებოდა, მისი საწოლის ქვეშ შეძვრებოდა და ნეტა ვინმეს ეცადა ბუბუს იქიდან გამოყვანა. ლეილა რა თქმა უნდა, ცდილობდა და იყო “გაიწი გამატარე“.

ბუბუ ბოლოს ძალიან ცუდად რომ იყო, გივი ღამეებს უთენებდა. ეჯდა გვერდზე თურმე და ყარაულობდა

გივის გარდაცვალებას რომ მოსწრებოდა ბუბუ აუცილებლად გადაყვებოდა…

ვერ გაძლეს უერთმანეთოდ. არ მიყვარს 2017.