ვიკა კალანდიამ ანი გიუნტერს დაბადების დღეზე სიურპრიზი გაუკეთა

ვიკა კალანდიამ ანი გიუნტერს დაბადების დღეზე სიურპრიზი გაუკეთაჩემი ცოლის დაქალების მსახიობმა ვიკა კალანდიამ თავის მეგობარს, ტელეწამყვან ანი გიუნტერს დაბადების დღეზე გრანდიოზული სიურპრიზი გაუკეთა. ვიკა კალანდია ქართველ ბარიტონთან მიშა ქირიასთან, პიანისტ დათუნა ალადაშვილთან და ანის სხვა მეგობრებთან ერთად გადაცემის დროს სტუდიაში შეიჭრა და იუბილარს უზარმაზარი ტორტი მიუტანა, რომელშიც ანის შვილები ისხდნენ. გარდა ამისა, მიშამ და დათუნამ ტელე-წამყვანს სიმღერაც მიუძღვნეს.

ვიკამ კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ მას ძალიან სიამოვნებს მეგობრებისთვის სიურპრიზების გაკეთება.

– ამისთვის სამი დღე ვემზადებოდით და თავს რამდენიმე კურიოზიც გადაგვხვდა, მაგრამ საბოლოოდ ზუსტად ის გავაკეთეთ რაც ჩაფიქრებული გვქონდა. მინდა მადლობა გადავუხადო ნინო არაზიშვილს, რომელმაც ეთერი დაგვითმო და მოგვცა საშუალება, მეგობარი გაგვეხარებინა, – განაცხადა ვიკა კალანდიამ

ბუნებრივია კომენტარი იუბილარმაც გააკეთა და ანი გიუნტერის თქმით ის ბედნიერია, რომ მას ასეთი მეგობრები ჰყავს.

– ამდენი ერთგული მეგობრების ყოლა უდიდესი ბედნიერებაა და იმდენად დაბნეული და გახარებული ვარ, რომ არც კი ვიცი რა ვთქვა. ყველას ვუსურვებ ისეთ დღეებს, რომლებიც დღეს მეგობრებმა მაჩუქეს, – განაცხადა ანი გიუნტერმა