ზურაბ შარია „პროფილს“ აკრიტიკებს

მსახიობი ზურა შარია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კატეგორიულ განცხადებას ავრცელებს, მსახიობი სოციალურ ქსელში გავრცელებულ “პროფილის” სიუჟეტის ნაწყვეტს ეხმაურება და წერს:

– პროფილის რაღაც მარაზმი სიუჟეტის ნაწყვეტი დევს ფ.ბ -ზე. ვერ შეკივავე თავი და პირველად დავწერე ასეთი “არაკორეკტული”, მაგრამ ობიექტური კომენტარი. მაიკოს არაფერს ვერჩი-რეიტნგი აქვს და… აი ვინც სეირის ყურებით რეიტნგს ქმნით , მათ მოგმართეთ:
პროფილი არა ზამშის! რა არის ეს ა? სეირის ყურებით და სხვისი საცოდაობით როდემდე უნდა აკეთოდ რეინტიგი? ერთი პრობლემა მაინც გადჭრილიყო იდესმე! მაყურებლებო! ერთხელ მაინც გიცდიათ ვინმეს დახმარება? საბჭოთა სიმბოლიკა კანონით ისჯება და იმ საცოდავი ბავშვების გონებაჩლუნგი დედაა თუ ვინც არის. პიონერის ყელსახვევებით პროფილში კი არა- იზილაციაში უნდა გაუშვა სამუდამოდ! მაგრამ ზუსტად თქვენზეა გათვლილი სეირის მაყურებლებისთვის! გაიგეთ რასაც უყურებთ იმას ექნება რეიტინგი”, –  წერს შარია.