ზვიად კვაჭანტირაძე: ,,უმჯობესია, ბატონმა ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო!… ჩამობრძანდა და მავნებლურ განცხადებებს აკეთებს“

ზვიად კვაჭანტირაძე: ,,უმჯობესია, ბატონმა ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო!... ჩამობრძანდა და მავნებლურ განცხადებებს აკეთებს“საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ,,ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც ლუჟკოვის განცხადებას მავნებლურს უწოდებს და მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

– ძალიან ნუ დაგვამადლის ბატონი ლუჟკოვი პირველი სკოლის აღდგენაში დახმარებას, რადგანაც არც ის სამარცხვინო სამოქალაქო ომი მომხდარა მაგათი ჩარევის გარეშე, რის შედეგადაც პირველი სკოლა და ნახევარი თბილისი გადავწვით მაშინ.

დღეს ჩამობრძანდა და მავნებლურ და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს.

რაც არ უნდა თქვან და გააკეთონ ლუჟკოვი, ლავროვი და მსგავსნი ვერასდროს ჩამოიშორებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე და ვერ შეგვაჩვევენ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას.

უმჯობესია, ბატონმა ლუჟკოვმა სასწრაფოდ დატოვოს საქართველო. პირადად ჩემთვის, ასეთი განცხადებების შემდეგ იგი უკიდურესად არასასურველი სტუმარია.

ჩვენ კი ხვალაც მივიღებთ და ვუმასპინძლებთ იმათ, ვისაც საქართველოში მოგზაურობა პროვოკაციებისთვის არ ესაჭიროებათ.

ეს ჩემი პირადი პოზიციაა, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.