რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის მოსკოვის მერიამ ტვერის ქუჩაზე აქციის გამართვაზე უარი უთხრა. ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ 12 ივნისს ამ ქუჩაზე სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
ნავალნის ალტერნატივად მოსკოვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს სთავაზობენ, ხოლო ტვერის ქუჩაზე კი ყველანაირი აქციის გამართვა აკრძალულია. ნავალნის შტაბს ალტერნატიულ შეთავაზებებზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია. ნავალნის 12 ივნისს აქციის გამართვა რუსეთის მთავრობაში არსებულ კორუფციას გააპროტესტებს.
აქციაზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანის მისვლას ელიან. ნავალნის მიერ გამართული წინა აქცია მასობრივი დაკავებებით დასრულდა.

