ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიესაჯა

ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიესაჯარუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი მასობრივი ღონისძიებების განმეორებითი ორგანიზება და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობაა, თუმცა რუსეთში საუბრობენ, რომ ნავალნის ხელისუფლება ავიწროებს, რადგან მათთვის ის საფრთხეს წარმოადგენს.

ამ დღეებში რუსეთის რამდენიმე ქალაქში მასობრივი აქციები მიმდინარეობს, რომელთა ორგანიზატორიც სწორედ ალექსეი ნავალნია. აქციის მონაწილეები რუსეთის მთავრობაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ და პოლიციამ ამ აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

ნავალნიმ განაცხადა, რომ ის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.