ალპებში უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ალპებში უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპაალპებში, ქალაქ ტროფაიაკთან ახლოს უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

ორმა ალპინისტმა სამაშველო სამსახური გამოიძახა და როდესაც მაშველს ბაგირის მეშვეობით ალპინისტები ვერტმფრენზე აჰყავდა, ეს ბაგირი გაწყდა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ალპინისტი და მაშველი დაიღუპნენ, ხოლო მეორე ალპინისტმა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ბაგირის გაწყვეტა და პოლიცია ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. გამოძიების შედეგები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ცნობილი იქნება.