ანა ნაცვლიშვილი ვანო ზარდიაშვილზე – “თუ მისი ბიოგრაფია სამარცხვინოა, ეს მისი პრობლემაა”

ანა ნაცვლიშვილი ვანო ზარდიაშვილზე - "თუ მისი ბიოგრაფია სამარცხვინოა, ეს მისი პრობლემაა"“ქართული ოცნების” დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

მესამე სექტორი აცხადებს, რომ სასამართლოებში კლანურ მმართველობაა.

– შეუძლია, გვიჩივლოს იმ სასამართლოში, რომელსაც აკონტროლებს. რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში, მის ბიოგრაფიულ ფაქტებზე? ეს მისი ბიოგრაფიაა. თუ მისი ბიოგრაფია სამარცხვინოა, ეს მისი პრობლემაა, – აცხადებს საია-ის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატი არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ანა ნაცვლიშვილისა და ეკა გიგაურის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

ნიუპოსტი