ანზორ ჩუბინიძე: „ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია“

ანზორ ჩუბინიძე: „ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია“საბედნიეროდ, ბატონ ბიძინას არავითარი ჯანმრთელობის პრობლემა არ გააჩნია, იმყოფება კარგად. არის მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ „ინტეპრესნიუსს“ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე, იმყოფება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი საქართველოშია და მას ქვეყანა არც დაუტოვებია.

– ის საქართველოში იმყოფება და არც დაუტოვებია საქართველოს საზღვრები, – აღნიშნა ჩუბინიძემ.