აფეთქება ოკუპირებულ სოხუმში

ოკუპირებულ სოხუმში, კალმიკოვის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე კორპუსები. ადგილზე ე.წ. გამომძიებლები მუშაობენ, თუმცა შემთხვევის ვერსიებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.