ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“იდეა მაქვს ცეკვავენ ვარსკვლავებზე: არ შეიძლება სალომე ჭაჭუა რომ გავაძევოთ შოუდან და აღარ ვაცეკვოთ არასდროს?
ისეთი მაგარი გოგოა, სხვას ვერავის ვხედავ და სულ რომ გივი სიხარულიძესთან ერთად იცეკვოს, ან რავიცი, ჩემს მეზობელ ჯემალასთან – მაინც მოიგებს და მივცეთ რა ამ ვარსკვლავებს თანაბარი შანსები, რა პონტია.
იმას კი არ ვამბობ, რომ მისი მეწყვილე ცუდად ცეკვავს, უბრალოდ მოცეკვავეები არიან უფრო ვარსკვლავები ამ შოუში, ვიდრე ვარსკვლავები, იმდენი სეზონია ცეკვავენ, ჩრდილავენ
რა ვიცი აბა…” – წერს შეროზია.

