აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკავებულების – ჟურნალისტ აფგან მუხთარლის და ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს მოადგილის, ჰეზალ ბაირამოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
“მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პატიმარი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების მსვლელობას ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე და მოვუწოდებთ, რომ ის სრულად, გამჭვირვალედ და დროულად წარიმართოს“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

