ბრიტანელი მეცნიერი და მულტიმილიონერი ძროხებმა მოკლეს

ბრიტანელი მეცნიერი და მულტიმილიონერი ძროხებმა მოკლესბრიტანელი მეცნიერი და ბიზნესმენი, ბრაიან ბელჰაუსი ძროხების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ Independent იტყობინება.

ინციდენტი ორშაბათს მოხდა, როცა 80 წლის ბელჰაუსი ქალაქ ვინჩელსის სიახლოვეს სეირნობდა. ის ამ ქალაქში ცხოვრობდა. სოფელ ჰესტლინგში მდებარე XI საუკუნის ეკლესიასთან მას ძროხების ჯოგი დაეჯახა.

გამვლელებმა მოხუცის ყვირილი გაიგეს. გამოიძახეს სასწრაფო და პოლიცია. ექიმები ინციდენტის ადგილზე ვერტმფრენით ჩავიდნენ, მაგრამ პროფესორის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბრაიან ბელჰაუსი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ფარმაცევტული კომპანიის Powderject დამფუძნებელიც იყო, რომელიც უნემსო ინექტორებს, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს აწარმოებდა.
გამოცემის ცნობით, ამ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა დიდ ბრიტანეთში, როდესაც ძროხები ადამიანებს თავს ესხმიან. ასეთი შემთხვევბის შედეგად, ორი ქალი მძიმედ დაშავდა.

imedinews.ge