ბრიუსელი სერიოზულ ტერაქტს გადაურჩა. სამშაბათს, გვიან ღამით ბრიუსელის ერთ-ერთ ცენტრალურ სადგურზე პოლიციამ შაჰიდის ქამრით შეიარაღებული მამაკაცი გაანეიტრალა, რომელიც ტერაქტის მოწყობას აპირებდა.
ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ ძალიან ეფექტურად იმუშავა და ბრიუსელი დიდ უბედურებას გადაარჩინა. ჯერჯერობით უცნობია, ტერორისტი მარტო მოქმედებდა, თუ მას ეხმარებოდნენ, თუმცა ცნობილი გახდა მისი ვინაობა, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია არ არის გასაჯაროვებული.
2016 წლის მარტში, ბრიუსელში ტერაქტის შედეგად 40ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

