ბუკიკიო – ”იმედგაცრუებული ვარ პროპორციული სისტემის გადავადებით”

ბუკიკიო - ”იმედგაცრუებული ვარ პროპორციული სისტემის გადავადებით”საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია.

– რაც შეეხება პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებას, მე ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, – განაცხადა ბუკიკიომ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა კონსენსუსის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

– შემიძლია ვთქვა, რომ კარგი სამუშაო ჩავატარეთ. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველაფერი გააკეთონ, რათა კომპრომისი გამონახონ, – თქვა ჯანი ბუკიკიომ ბათუმში.