ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა. აფეთქება საბავშვო ბაღთან ახლოს მოხდა, მაშინ როდესაც მშობლები შვილების გამოყვანას აპირებდნენ ბაღიდან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან, თუმცა ოფიციალურად ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. ასევე უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი და იყო თუ არა ეს შემთხვევა ტერაქტი.
უახლოეს დღეებში დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან რამდენიმე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

