დავით ნარმანია: „ჩემთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით“

დავით ნარმანია: „ჩემთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით“– კახა კალაძე არის ჩემი მეგობარი და თუ მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დადგება, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

ნარმანია ადასტურებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს.
– როგორც თქვენთვის ცნობილია მიმდინარეობს კონსულტაციები. როგორც კი დასრულდება, შედეგები თქვენთვის ცნობილი იქნება. წინასწარი განცხადებებისგან და შეფასებისგან უმჯობესია, შევიკავოთ თავი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან დაკავშირები, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ კონსულტაციებში თავადაც არის ჩართული.