დიდი დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” – მაჟორიტარები საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებენ

დიდი დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - მაჟორიტარები საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებენსაპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებენ. როგორც “იმედს” საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ იყო, თუმცა სისტემის გაუქმების დადებით მხარეებში პროპორციული სისტემის მომხრეებმა ისინი ვერ დაარწმუნეს.

მაჟორიტარების განცხადებით, გუნდში ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ისინი მხარს არც იმ შეთავაზებას უჭერენ, რომლის მიხედვითაც სისტემა 2020-ის ნაცვლად 2024 წელს ამოქმედდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გუშინ განაცხადა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თარიღთან და ბონუსებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” საკუთარ წინადადებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ გააჟღერებს.

მისივე თქმით, შეიძლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არა 2020 წლის არჩევნებისთვის, არამედ 2024 წელს შეიცვალოს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

imedinews.ge