ერდღანმა მეჩეთში გონება დაკარგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს გონება დაკარგა. ის მეჩეთში მუსლიმურ დრესასწაულზე რამაზან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად მივიდა. ამის შესახებ „თურქული „სი-ენ-ენ-ი“ იუწყება.

ექიმების განცხადებით, პრეზიდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის გონს მოვიდა.

– დისბალანსი შაქართან და არტერიულ წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია, მაგრამ თავს უკვე კარგად ვგრძნობ, – განაცხადა გონზე მოსვლის შემდეგ ერდოღანმა.