ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი – შეიარაღებული თავდასხმა თურქეთში

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი - შეიარაღებული თავდასხმა თურქეთში გვიან ღამით თურქეთის პროვინცია გაზიანთებში ორმა უცნობმა მამაკაცმა, რომლებიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ ქუჩის ბაზრის მომხმარებლებს ცეცხლი გაუხსნეს.

ცეცხლის გახსნის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიჭრა, ერთი მათგანი ახალგაზრდა ბიჭი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები გადაჭრილი თოფებიდან ისროდნენ. მიმდინარეობს მათი დევნის ოპერაცია მომხდარისთვის ტერაქტის კვალაიფიკაცია ჯერ-ჯერობით არ მოინიჭებიათ.