ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული – ლონდონში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული - ლონდონში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახალონდონში მომხდარ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რვა ადამიანი კი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილით ოფიციალურად დადასტურდა.

ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 00:20-ზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.

მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა მომხდარი გამიზნულად მიმართული აქტი. ამ ეტაპზე სამართალდამცველები მომხდარს „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებენ.

მომხდარს „საშინელი ინციდენტი“ უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და დაშავებულებსა და მათ ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

დიდი ბრიტანეთის მუსლიმური საბჭო და მისი თავმჯდომარე ჰარუნ რაშიდი კი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მძღოლმა გამიზნულად გადაუარა ხალხს, რომლებიც რამადანის წმინდა თვეში, საღამოს ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოდიოდნენ.

ამ დროისთვის ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. თვითმხილველთა განცხადებით, სწორედ პოლიცია მივიდა პირველი ინციდენტის ადგილზე და სასწრაფო დახმარების მისვლამდე, მათ აღმოუჩინეს პირველადი დახმარება დაშავებულებს.