ევაკუაცია ლონდონის ცენტრში

ევაკუაცია ლონდონის ცენტრშილონდონის პოლიციამ ტურისტებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ატრაქციონ London Eye-დან და ვესტმინსტერის ნავმისადგომიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა.
„bbc“-ის ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ჭურვი გახდა.
ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ტერიტორია 40 წუთის განმავლობაში შემოსაზღვრული ჰქონდათ. ამ დროისთვის შეზღუდვა მოხსნილია.