გიორგი ბადაშვილი შეიძლება გიორგი თვაურმა შეცვალოს

გიორგი ბადაშვილი შეიძლება გიორგი თვაურმა შეცვალოსფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობა შესაძლოა გიორგი თვაურმა დაიკავოს.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

თვაური სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელია. იგი ფინანსთა სამინისტროში გადასვლას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ შეთავაზება არ მიუღია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.