გიორგი ბადაშვილი შოთაძის ახალი მოადგილე გახდება

გიორგი ბადაშვილი შოთაძის ახალი მოადგილე გახდებათეა წულუკიანის ბრძანებით, მთავარი პროკურორის მოადგილეების რაოდენობა გაიზარდა. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა:

– საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.22.027.016439) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.- აღნიშნულია ბრძანებაში.

მთავარ პროკურორის ირაკლი შოთაძის პირველი მოადგილე ამ დროისთვის მამუკა ვასაძეა, მოადგილეები კი გიორგი გაბიტაშვილი და გიორგი გოგაძე.

გავრცელებული ინფორმაციით დამატებული მოადგილის თანამდებობას, სავარაუდოდ, გიორგი ბადაშვილი დაიკავებს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს.