გიორგი მარგველაშვილი: „სახელმწიფოს იმიჯი სერიოზულად ილახება“

გიორგი მარგველაშვილი: „სახელმწიფოს იმიჯი სერიოზულად ილახება“პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის კომენტირებისას თქვა, რომ „დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის“.მისი თქმით, ისიც და სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებიც კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში არიან.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა ეს ადამიანი – მთელ საზოგადოებას ბავშვურ ფოკუსს აჩვენებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს იმიჯი სეიროზული დარტყმის ქვეშ არის და ამის მაგალითებად დაასახელა გენერალურ აუდიტორსა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებული საქმეები.

– რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა. მთელ საზოგადოებას ბავშვურ ფოკუსს აჩვენებ. ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ, როგორ ხდება ასეთი რამ, რომ ადამიანი „ა“ პუნქტში ქრება, „ბ“ პუნქტში ჩნდება. ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ. არ ვიცი, ვის უნდა ვკითხოთ, კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას უნდა ვკითხოთ, რანაირად შეიძლება მოხდეს „ა“ პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და „ბ“ პუნქტში გაჩენა. თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა ამით სახელმწიფოს იმიჯი ილახება. როდესაც გენერალური აუდიტორი გეუბნება, რომ მასზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოხდა თავდასხმა, აქ „ვიდეოკასეტებით“ ომი კი არ უნდა იყოს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს, – განაცხადა მარგველაშვილმა.