გიორგი უძილაური – ”ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში ნაციონალები არიან”

გიორგი უძილაური - ”ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში ნაციონალები არიან”სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2-ის” გენდირექტორი ნიკა გვარამია “რუსთავი-2-ის” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ინსულტის შედეგად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გერმანიაში გადააფრინეს.

ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია გუშინ ფეისბუქზე გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაცია ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არ არსებობს.

ნიკა გვარამია წერს:

“ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წუხელ, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა. ამჟამად, ლუქსემბურგიდან ჩამოყვანილი 6 ექიმის ზედამხედველობის ქვეშაა სახლში.

ps დამძიმდა და ემერჯენსით გადააფრინეს გერმანიაში”.

ამ ინფორმაცია ფეისბუქის რამდენიმე პოსტით უპასუხა ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი უძილაურმა:

”ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ ნაციონალების ნდობა არ შეიძლება:

ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად ნაციონალური მოძრაობაა, რასაც აშკარად ვეღარც მალავენ

ფსიქოპატებისა და პოლიტიკური ლუზერების ბოსელიდან გამოსული ყმუილო საერთოდ არ მადარდებს, გასაგებია, ერთ დროს ზეობაში მყოფებმა ვერ გადაიტანეს მარცხი და დაჩოჩდნენ. მაგრამ ძალიან მადარდებს ქართული მედია რომელიც ჯერ კიდევ ვერ ამჩნევს ლუზერების შიზოფრენიას და მათ კვლავ საღ აზროვნებას აბრალებს. კლოუნების ჭკუაზე დადიხართ ძვირფასებო, ტეხავს გიორგი უძილაური - ”ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში ნაციონალები არიან”🙂

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამია ფსიქიატრიულში დააწვინეს.
ახლა ველოდები ქართულ მედიას _ აყვება თუ არა იგივე ისტერიკით ამ ნიუსს გიორგი უძილაური - ”ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში ნაციონალები არიან”🙂 დაურეკეთ, გადაამოწმეთ.”