გურამ ქართველიშვილი: „გამოვფხიზლდეთ, ქვეყანას ვკარგავთ!”

– მიმდინარეობს ქვეყნის მიზანმიმართული ისლამიზაცია და ამის სათავეში კვლავ ე.წ. ,,პროდასავლური,, პოლიტიკური ძალები დგანან, – ამის შესახებ ისტორიკოსი, დრამატურგი, პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი, წამყვანი და თანარეჟისორი  გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არაბთა ხალიფატის რუკაზე თბილისი მათ განაპირა ქალაქადაა მონიშნული და ფაითაკარანი ჰქვია.
როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის საქართველოს მიწის მიყიდვა ქვეყნის დაკარგვის ტოლფასია.

– თუ ვინმემ არ იცის, იცოდეს, რომ არაბთა ხალიფატის რუკაზე თბილისი მათ განაპირა ქალაქადაა მონიშნული და ფაითაკარანი ჰქვია მუსულმანური ტრადიციით. განსაკუთრებით ჩვენი დედაქალაქის ირგვლივ მიწების გამყიდველ პოლიტიკოსთა ნამოქმედარს გამოძიება სჭირდება… არადა თუ აქ არაბული მოსახლეობა ჩაასახლეს მასიურად, ბედოვლათი ქართველები ჯერ დედაქალაქის გარეშე დავრჩებით, შემდეგ ქვეყნის.

თბილისი ფაითაკარანი გახდება და საქართველოსაც მოუძებნიან ახალ სახელს. მიმდინარეობს ქვეყნის მიზანმიმართული ისლამიზაცია და ამის სათავეში კვლავ ე. წ. ,,პროდასავლური,, პოლიტიკური ძალები დგანან. გამოვფხიზლდეთ, ქვეყანას ვკარგავთ! – წერს გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.