იემენში ქოლერით დაავადებულთა რიცხვმა 200.000-ს გადააჭარბა

გაეროსა და იუნისეფის ცნობით, იემენში ქოლერით დაავადებულთა რიცხვმა 200.000-ს გადააჭარბა. დაავადებას 1.300 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა 25% ბავშვია.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქოლერის ეპიდემია, რომელმაც იემენი მოიცვა, ყველაზე მასშტაბურია რომელიც უკანასკნელ დროს ყოფილა მსოფლიოში.