– საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა ოპოზიციისთვის გადმოგდებული ძვალი. ამ გადაგდებული ლუკმით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი აზრით, ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ივანიშვილს შეიძლება ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ის ამათ მსგავსად ნაჯახით არ მუშაობს.
– “ოცნებამ” ისეთი პროცესი წარმართა, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ივანიშვილი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ ასეთი სისულელეები აკეთოს.
ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში შემთხვევითი პერსონაჟია. რა იცოდა და რა არა, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რამდენიმე დღის წინ მან ამაყი სახით პრეზიდენტი კონსენსუსის მიღწევის მიზნით საჯარო სივრცეში დებატებში გამოიწვია. თავად ეს გამოწვევაც სასაცილოა, რადგან საჯარო სივრცეში კონსენსუსი არ მიიღწევა.
ეს ძალიან კარგად იცოდა მარგველაშვილმა, მაგრამ მან საზოგადოებას სცა პატივი და საჯარო სივრცეში დებატებს დათანხმდა. როგორც კი პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, კობახიძემ ფეხების ბაკუნი დაიწყო და უკან დაიხია. ასეთი რამეები სახელმწიფო მმართველობაში სახიფათოა, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ გია ხუხაშვილი.

