ირაკლი კობახიძე: „უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო“

ირაკლი კობახიძე: „უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უშიშროების საბჭო არაეფექტური ორგანოა. აღნიშნული კომენტარი კობახიძემ უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა:

– იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელიც წარმოდგენილია კონსტიტუციაში, დღეს უშიშროების საბჭოს საქმე არ აქვს. უშიშროების საბჭოს ისეთი კომპეტენცია აქვს მინიჭებული, რომელიც რეალურად ვერ განხორციელდება ამ საბჭოს მიერ. თავად ვარ უშიშროების საბჭოს წევრი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაუქმდეს ეს ორგანო და ჩანაცვლდეს ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, რომელიც იქნება აბსოლუტურად ქმედითი და უზრუნველყოფს კოორდინაციას საომარი მდგომარეობის დროს.

კომიტეტზე მომიწია შენიშვნის მიცემა უშიშროების საბჭოს მდივნისთვის და იმის შეხსენება, რომ საქართვლოს პარლამენტის წევრი არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და უშიშროების საბჭოს მდივანი არ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. სამწუხაროდ, უშიშროების საბჭოში ეს არ იციან და ამასთან დაკავშირებით შენიშვნის მიცემა დაგვჭირდა,- აღნიშნა კობახიძემ.