ირლანდიას გეი პრემიერი ჰყავს

ირლანდიას გეი პრემიერი ჰყავსირლანდიას, პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში პირველად, ყველაზე ახალგაზრდა და გეი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პარლამენტმა დღეს 38 წლის ლეო ვარადკარის კანდიდატურას უყარა კენჭი და პრემიერმინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას BBCავრცელებს.

– ამირჩიეს, რომ ვმართო. მაგრამ გპირდებით, რომ გემსახურებით! – განაცხადა ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა.

მის კანდიდატურას პარლამენტში მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, 50-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 47-მა თავი შეიკავა.

ირლანდიის წინა პრემიერმინისტრი ენდა კენინი იყო, რომელიც 6-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა.