კახა შარტავა, ნინო გურიელი, ალუდა გოგლიჩიძე, რეზო შავიშვილი – ვინ შედის უსუფაშვილის ახალ პარტიაში

კახა შარტავა, ნინო გურიელი, ალუდა გოგლიჩიძე, რეზო შავიშვილი - ვინ შედის უსუფაშვილის ახალ პარტიაშიპარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკურ ძალა „შენების მოძრაობა“ დააფუძნა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, “შენების მოძრაობა” თანამონაწილეობაზეა დაფუძნებული და ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და დამკვიდრებას.
ახალი პოლიტიკური ძალის წევრების სია:

1. აბაშიძე ლევანი – ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი;

2. გელაშვილი გელა – საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;

3. გოგლიჩიძე ალუდა – განათლების პოლიტიკის ექსპერტი;

4. გურიელი ნინო – მოჭადრაკე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი;

5. დადიანი ანდრო – საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;

6. დანელიშვილი გოგა – ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი;

7. ეპიტაშვილი გიორგი – იურისტი, ბიზნესმენი;

8. ზარანდია ტარიელი – ეკონომისტი, ბიზნესმენი;

9. თაქთაქიშვილი გიორგი – ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი;

10. თოხაძე მანუჩარი – ეკონომისტი, საჯარო მოხელე;

11. კანაშვილი გიორგი – კონფლიქტოლოგი, დოქტორანტი;

12. კვანტალიანი ეკატერინე – სტუდენტი;

13. ლანდია ნათია – ჯანდაცვის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის დოქტორანტი;

14. მურვანიძე თეიმურაზი – სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი;

15. მჭედლიძე გურამი – ეკონომისტი;

16. საყვარელიძე ფრიდონი – მედიკოსი, დოქტორი, პუბლიცისტი;

17. სიმონიშვილი სოსო – ჟურნალისტი, ეკონომისტი, დიზაინერი;

18. უსუფაშვილი დავითი – იურისტი, პოლიტიკოსი;

19. ქობალია ნათია – ეკონომისტი, პოლიტოლოგი;

20. შავიშვილი რეზო – ფიზიკოსი, პოლიტიკოსი;

21. შარტავა კახა – კიბერნეტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია;

22. შერგელაშვილი თენგიზი – ეკონომისტი, საჯარო მმართველობის ექსპერტი;

23. ჩხუტიშვილი ილია – ლობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი;

24. ხეჩინაშვილი გია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

25. ხმალაძე ვახტანგი – ფიზიკოსი, დოქტორი, კონსტიტუციონალისტი;

26. ჯაბიძე გოჩა – ეკონომისტი.