ხატია ბუნიათიშვილი ფორმას დიეტით ინარჩუნებს

ხატია ბუნიათიშვილი ფორმას დიეტით ინარჩუნებსთანამედროვე სამყაროში სულ უფრო აქტუალური ხდება ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა. ამ საკითხს,რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქართველი სელებრითები.

გთავაზობთ სწორედ იმ დიეტებს, რომელთა წყალობით ვარსკვლავები უფრო მეტად მომხიბვლელად, იდეალურად გამოიყურებიან.

მაგალითად: პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც თავის შემოქმედებასთან ერთად იდეალური ფორმებითაც გვაოცებს, მისი სილამაზის საიდუმლო სწორედ ეს 1 კვირიანი დიეტაა:

1-5 დღე საუზმე: ხილი. სადილი: პროტეინით გამდიდრებული საკვები. ვახშამი: ბოსტნეული.

მე-6 დღე: მხოლოდ სითხე.

მე-7 დღე: შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, რაც გიყვართ.

სალომე გოგიაშვილიც მუდმივად აკონტროლებს წონას და მისთვის ყველაზე ეფექტური ქვემოთ მოცემული 6 დღიანი დიეტა აღმოჩნდა, რომლის წყალობითაც ახლა ის იმავე წონას იწონის, რასაც 20 წლის ასაკში იწონიდა.

1 დღე: 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი.

2 დღე: უცხიმო ხაჭო 500 გრ

3 დღე: მოხარშული ქათმის ფილე 750გრ

4 დღე: მოხარშული ბრინჯი 200გრ

5 დღე: მოხარშული კარტოფული 6ც

6 დღე: შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი.

ასევე შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ყავა, ჩაი, კეფირი. 2ლ წყლის მიღება აუცილებელია. მარილი შეზღუდული რაოდენობით.