“ხელისუფლება გუგულის კვერცხებით არის სავსე”

"ხელისუფლება გუგულის კვერცხებით არის სავსე"– 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ხელისუფლებაში მრავლად არიან გუგულის კვერცხები. მხედველობაში მყავს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი ხალხი. მათი დახმარებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფო შეეცდება, საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინოს, – განუცხადა „ახალ  თაობას“  ზაალ კასრელიშვილმა.

კასრელიშვილის აზრით, გუგულის კვერცხებს ხელისუფლებაში  სერიოზული გავლენები აქვთ და სერიოზული პატრონებიც ჰყავთ.

– იმისთვის, რომ საქართველომ ნორმალური განვითარება შეძლოს, ხელისუფლება მოღალატეებისგან უნდა გათავისუფლდეს. მოღალატეებისგან გათავისუფლება ძალიან მარტივია. ამისთვის მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნებაა საჭირო.

ლუსტრაციის კანონის მიღების შემთხვევაში გაირკვევა, ვინ ვისი აგენტია. როდესაც უცხო ქვეყნის აგენტებზე ვსაუბრობთ, რატომღაც ყველა რუსეთს წარმოიდგენს ხოლმე. რუსეთის გარდა, ხელისუფლებაში კიდევ სხვა ქვეყნების აგენტურაც არის ჩანერგილი, – განაცხადა კასრელიშვილმა.