კომპიუტერულმა ვირუსმა Petya-მ საქართველოს პარლამენტის IT სისტემას პრობლემები შეუქმნა. ვირუსის გამო დაიბლოკა პარლამენტარების სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები. დეპუტატები რამდენიმე დღეა ელფოსტებს ვერ ამოწმებენ.
ჰაკერული თავდასხმის გამო პარლამენტის შიდა ელექტრონული ფოსტა ვირუსისგან გაწმენდისა და თავდაცვის მიზნით გათიშეს, რის გამოც დეპუტატებს წერილებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ.

