აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს პრემიერის შეთავაზებაზე უარს აცხადებს.
მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება კატეგორიულად მიუღებელია. ის შოუს დადგმაზე საუბრობს.
– საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ დავთანხმდები, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა ვთქვა, რაც არ მინდა. ერთი წლის წინ ცხოვრების უფლება მოვითხოვე და მაშინ მიპასუხეს, რომ სახიფათო საქმეებით ვიყავი დაკავებული და უარი მითხრეს. ახლა შეიცვალა რამე? აღარ ვარ საშიში? დიდი თხოვნა მაქვს, რომ ჟურნალისტის გატაცების ამბიდან შოუს ნუ დადგამენ. უმჯობესია, სამართალდამცავებმა საქმე სათანადოდ გამოიძიონ,
– აღნიშნა მუსტაფაევამ.

