ეგვიპტელი ნახევარმცველის მოჰამედ სალაჰის ტრანსფერი ლივერპულში უკვე გადაწყვეტილი ამბავია. მალე სალაჰი ოფიციალურად მოაწერს ხელს კონტრაქტს ლივერპულთან, კონტრაქტი სავარაუდოდ ოთხწლიანი იქნება.
ეს ტრანსფერი ლივერპულს 40 მილიონი ევრო დაუჯდა, რადგან რომამ ამაზე ნაკლებათ სალაჰის გაშვებაზე უარი თქვა. სალაჰი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად ითვლება და ის ლივერპულს აუცილებლად გააძლიერებს.
ლივერპულს ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, ამიტომ ისინი მხოლოდ სალაჰის გადმობირებაზე არ გაჩერდებიან და კიდევ იაქტიურებენ სატრანსფერო ბაზარზე.