ლონდონში 24 სართულიანი სახლი იწვის – დაშავებულია 30 ადამიანი

ლონდონში 24 სართულიანი სახლი იწვის - დაშავებულია 30 ადამიანილონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა.
ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს.
24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული.
პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.