ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპალონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს.
– ამ დროისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს, 6 ადამიანია დაღუპული, სულ მცირე 20 კი ლონდონის 6 სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი, – აცხადებენ პოლიციაში.

ლონდონში, ლონდონ-ბრიჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა.